მამუკა ბახტაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით თანადგომა აღუთქვა

10:25, 27.06.2018

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც დღეს ზუგდიდში მოინახულა.

პრემიერ-მინისტრმა მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

მსგავსი