მამუკა ბახტაძე – უსაზღვროდ მადლიერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის აშშ-ის კონგრესში ჩვენი ამერიკელი მეგობრების

23:42, 11.06.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია მამუკა ბახტაძის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„უსაზღვროდ მადლიერები ვართ აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილი ჩვენი ამერიკელი მეგობრების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. ქართველები ძალიან აფასებენ თქვენ მიერ შეტანილ წვლილს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი