მამუკა ბახტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ ღვინის საწარმოს ესტუმრა
მამუკა ბახტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ ღვინის საწარმოს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ სადმელში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ, კომპანია „შატრო ველის“ ღვინის საწარმოში იმყოფებოდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 1 850 000 ლარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ თანამედროვე დანადგარებით, ლაბორატორიითა და ჩამოსასხმელი ხაზით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერა და კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია წარმოების პროცესის შესახებ.

მათი განმარტებით, საწარმო, რომელსაც სეზონურად 60 ტონამდე ყურძნის გადამუშავება შეუძლია, ამ ეტაპზე სამი ტიპის ღვინოს აწარმოებს – ხვანჭკარა – წითელი, ნახევრად ტკბილი; ოჯალეში – წითელი, ნახევრად ტკბილი; ალექსანდროული – წითელი, მშრალი.

საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვისთვის კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 600 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო გრანტი და 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო ღირებულების დარჩენილი ნაწილი კერძო ინვესტიციაა.

საწარმოში სეზონზე დასაქმებულია 10 ადამიანი, მუდმივად დასაქმებულ პირთა შორის ორი კი მშობლიურ კუთხეს დედაქალაქიდან დაუბრუნდა.