მამუკა ბახტაძე - რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე
მამუკა ბახტაძე - რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე

რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს სუვერენული არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე, პოლიტიკას, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ შევძლოთ ისეთი პროგრამების რეალიზება ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემს მშვიდობიანი გზით მოვახდინოთ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი სუვერენული არჩევანი და ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდის არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.