მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან
მამუკა ბახტაძე - „ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან

„ქართული ოცნება“ არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან; ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, აბსოლუტური პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას მმართველი გუნდი მომავალი არჩევნების შემდეგ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ ქართველი ერის გადასაწყვეტია, რომელიც საკუთარ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირებს.

„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერით, რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, წინ არ გავუსწროთ მოვლენებს. ერთ წელზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ერთადერთი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ქართველი ამომრჩეველი. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები“,- აღნიშნა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი