მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბახტაძის თქმით, ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსათვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს.

ჩვენთვის ძალიან ღირებულია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის” ინიციატორი ქვეყნის როლს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მეტად დაახლოების საქმეს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.