მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, – როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში.

„იგეგმება შეხვედრები, ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან. ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან ერთად, ნიუ-იორკში მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

„მოგეხსენებათ, ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მედიასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი