მამუკა ბახტაძე - მშობლებს მოვუწოდებ, შვილები სპორტზე შეიყვანონ
მამუკა ბახტაძე - მშობლებს მოვუწოდებ, შვილები სპორტზე შეიყვანონ

თბილისში, ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი დაიწყო: მასობრივ სარაგბო შეჯიბრებაში 10-წლამდელთა 15 გუნდის 200 მოთამაშე მონაწილეობს.

ფესტივალის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მოთამაშეები.

პრემიერმა ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად ბურთები გადასცა.

„ეს ბაზა ფონდი „ქართუს“ დახმარებით რამდენიმე თვეა, რაც გავხსენით. ძალიან მიხარია, რომ რაგბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მეტი ბავშვი ვარჯიშობს. მშობლებს მოვუწოდებ, რომ შვილები სპორტის სხვადახვა სახეობებზე შეიყვანონ. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და მინდა გუნდს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი