მამუკა ბახტაძე - მახათას მთაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმი, აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
მამუკა ბახტაძე - მახათას მთაზე აშენდება კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმი, აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

მახათას მთაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევის შემდეგ განაცხადა.

„უდიდესი მოწიწებით მივესალმები მის უწმინდესობას, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას.

დღეს არის გამორჩეული დღე ჩვენი ერის ისტორიაში. დღეს აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. დღესვე აღევლინა ლოცვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.

დღესვე ჩვენ აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს, ყველა ჩვენს მოქალაქეს და სრულიად საქართველოს, მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ამავე ტერიტორიაზე დაიწყება მშენებლობა კულტურულ-საგანმანათლებლო მუზეუმის, სადაც იქნება წარმოდგენილი ყველაზე სანუკვარი, ჩვენი ეროვნული საგანძური და აქვე გაიხსნება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. კიდევ ერთხელ მსურს, სრულაიდ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი დღეს აკურთხა. მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.