მამუკა ბახტაძე - ხელს არავინ არავის დააფარებს, ეს არის გამორიცხული
მამუკა ბახტაძე - ხელს არავინ არავის დააფარებს, ეს არის გამორიცხული

ხელს არავინ არავის დააფარებს, ეს არის გამორიცხული, უზრუნველვყოთ გამოძიება, ყველა ამ ეპიზოდის ანალიზი გაკეთდეს და შევხედოთ რასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 20 ივნისს აქციაზე მიმდინარეობდა ძალადობა პოლიციაზე, რის შემდეგაც დადგა მომენტი, როცა მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს.

„ამასთან თითოეულმა ჩვენგანმა იხილა ცალკეული ეპიზოდები, როდესაც ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტების შემთხვევებს. თქვენ ახსენეთ ტყვიების გამოყენებაც. ეს შეკითხვა არის საზოგადოებაში და ამას პასუხი უნდა გაეცეს. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. აქ ჩვენ ვსაუბრობთ, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე თუ რა არის ის. რამდენად იყო ეს ყველაფერი რეგლამენტირებული. თუ არ იყო საჭიროა მათი რეგლამენტაცია. ამ რეგლამენტის დარღვევაც აუცილებლად უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოძიება და რომელზეც უნდა საუბრობდეს ყველა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.