მამუკა ბახტაძე - ფეხბურთს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა
მამუკა ბახტაძე - ფეხბურთს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ქართულ სპორტს და სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა უნიკალური საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული საფეხბურთო აკადემია“ – ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო კომპლექსის გახსნაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას აღნიშნული მოვლენა მიულოცა – „წლების განმავლობაში მთელი საზოგადოების გულისწყრომის საგანი გახლდათ ის, რომ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა ბავშვთა ფეხბურთს, ხოლო ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გარეშე, დიდ ფეხბურთში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია და შესაბამისად ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი პროექტი განხორციელდა.“

პრემიერმა ფეხბურთის ფედერაციასთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირა -ეს არაა ერთადერთი პროექტი. ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რეგიონების მასშტაბით დაგეგმილი მრავალი ასეთი ობიექტის აშენება გვაქვს. ჩვენთვის სპორტს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და ფეხბურთს ამ ტრადიციებში ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა. ვფიქრობთ, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება არის სწორედ მომავალი წარმატების გასაღები. ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობას სპორტში და სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომ მასობრივი სპორტის ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებაც დღევანდელი დღე არის. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ.“