მამუკა ბახტაძე ელ პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მამუკა ბახტაძე ელ პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ელ პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

„თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში”,- ნათქვამია მამუკა ბახტაძის სამძიმარში. 

ტეხასში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.