მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს-ს ბოლო სამიტზე საქართველოს საკითხი ასეთ მაღალ დონეზე იხილებოდა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს-ს ბოლო სამიტზე საქართველოს საკითხი ასეთ მაღალ დონეზე იხილებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატების კითხვის პასუხად პარლამენტში განაცხადა.
„გაგცემთ პასუხს, თუ რა მივიღეთ ნატო-ს ბოლო სამიტიდან – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მომენტი, რისი დაფიქსირებაც მოხდა. პირველი, ეს იყო დეფინიცია იმის, რომ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ეს არის, ზოგადად, თავად ფორმატი, თემატიკა, რომ საქართველოს საკითხი იხილებოდა ასეთ მაღალ დონეზე და ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შავი ზღვის რეგიონს მიენიჭა განსაკუთრებული სტატუსი.
თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოებას უყურებს რეგიონულ ჭრილში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ხედვა“, – განაცხადა პრემიერმა.