მამუკა ბახტაძე დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
პრემიერმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან. მამუკა ბახტაძე შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტს რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველს დირექტორ კრისტინ ლაგარდს, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს კარლ გერშმანს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს შეხვდა.