მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთობლივად ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

„ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე, ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე – საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი