გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ თამაშობს, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ამ დროისთვის ქართველი მეკარეა.
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრის დასაწყისშივე გიორგი მამარდაშვილმა სამმაგი სეივით გუნდი მე-13 წუთზე გადაარჩინა, 39-ე წუთზე კი აშკარა გოლისგან იხსნა.
„ვალენსიას“ კარში 39-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექს ბაენამ შეასრულა – გიორგი მამარდაშვილმა დარტყმაზე რეაგირება სწრაფად მოახერხა, ბურთი მოედანზე დააქვავა და გუნდი გადაარჩინა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ცხრა მატჩში გუნდის კარი „მშრალად“ შეინახა, პენალტი კი მეორედ მოიგერია.