მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის გუნდებმა, ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, გამარჯვება მოახერხეს #1TVSPORT
საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველის გუნდმა ითამაშა: გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ფრანკფურტს ეწვია და „აინტრახტთან“ 5:1 გაიმარჯვა.
26-ე წუთზე ანგარიში კრისტენსენმა გახსნა, თუმცა ეს ლივერპულელთათვის გამოსაფხიზლებელი ჩხვლეტა აღმოჩნდა. მას მერე მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს – კონატემ, სობოსლაიმ, გაკპომ, ვან დაიკმა და ეკიტიკემ.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ მე-14 წუთზე ჩამორჩა, გოლი პაისაომ გაიტანა. თუმცა მეორე ტაიმში ქართველის გუნდმა თამაშის გადარჩენა მოახერხა – გოლები გატამომ და ალისონ სანტოსმა ჩაიწერეს და „სპორტინგმა“ 2:1 მოიგო.
მამარდაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.