მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ალმერიას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ალმერიას“ მოუგო და ევროზონას მიუახლოვდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში „ალმერიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვებით (2:1) ევროზონას მიუახლოვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარის გუნდმა აუტსაიდერ „ალმერიასთან“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მე-14 წუთზე „ვალენსია“ უგო დურომ დააწინაურა, ხოლო მასპინძლების უპირატესობა ცხრა წუთში უკრაინელმა ლეგიონერმა, რომან იარემჩუკმა გაზარდა.

ალმერიამ“ შესვენების შემდეგ სხვაობის შემცირება სწრაფად მოახერხა. 50-ე წუთზე ქართველი მეკარის კარის აღება სერხიო არიბასმა შეძლო. „ვალენსიას“ 61-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობის აღდგენის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ პეპელუმ პენალტი ვერ გამოიყენა.

„ვალენსიამ“ლა ლიგაში გამართული 23-ე ტურის შემდეგ 35 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა და ევროზონაში მყოფ „რეალ სოსიედადთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.