მამარდაშვილის „ვალენსია“ თასის 1/4-ფინალში გავიდა - კავანიმ ძველებურად გაისროლა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ თასის 1/4-ფინალში გავიდა - კავანიმ ძველებურად გაისროლა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და ხიხონის „სპორტინგი“ 4:0 დაამარცხა.

ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) 1/8-ფინალში „ვალენსია“ მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიელების“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ბევრი საქმე არც ჰქონია.

გადამწყვეტი როლი მოგებაში ედინსონ კავანიმ ითამაშა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა – ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და 39-ე წუთზე მასპინძლების კარი მეორედ აიღო. ამ ორ გოლს შორის, 21-ე წუთზე თავი ჯასტინ კლიუვერტმა გამოიჩინა.

თამაშის ბედი გარკვეული იყო, „ვალენსია“ მეორე ტაიმში დამშვიდდა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე „ხიხონის“ კარი სამუელ ლინომ აიღო და „ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.