მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „მალიორკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „მალიორკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მარადაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში „მალიორკას“ ესტუმრა, 0:1 დამარცხდა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქმე გაირთულა.

თამაში დაძაბული იყო, მაგრამ გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. საქართველოს ნაკრების მეკარეს სერიოზული პრობლემა 44-ე წუთზე შეუქმნეს, მაგრამ ამატ ნდიაიეს დარტყმა მოიგერია და ტაიმი 0:0 დასრულდა.

თავიდან თამაშს „ვალენსია“ თუ აკონტროლებდა, შესვენების შემდეგ „მალიორკა“ უფრო აქტიურად ათამაშდა და მიზანსაც მაიღწია – 65-ე წუთზე „მალიორკას“ შეტევა კოსოვოელმა თავდამსხმელმა, ვედატ მურიქიმ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა.

„ვალენსია“ ქულის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მასპინძლების მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩი ბრწყინვალედ თამაშობდა – მე-80 წუთზე ჯასტინ კლუივერტის დაარტყმა მოიგერია, ხოლო 87-ე წუთზე ანდრე ალმეიდას არ გაატანინა. რამდენიმე წამში „მალიორკას“ შეტევის დაგვირგვინებას იდრისუ ბაბა მუჰამედი ცდილობდა, თუმცა დაბალ კუთხეში დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია.

საბოლოოდ, „ვალენსია“ 0:1 დამარცხდა. 36 ტურის შემდეგ ვალენსიელები 40 ქულით მე-13 ადგილზე არიან, მაგრამ ლიგაში ადგილი გარანტირებული ჯერ არ აქვთ – გასავარდნ ზონაში მყოფ „ხეტაფეს“, „კადისსა“ და „ვალიადოლიდს“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებენ.

მომდევნო ტურში, 28 მაისს „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუსტაიდერ „ესპანიოლს“ ეთამაშება.