ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრა, რომელიც „მესტალიაზე“ გაიმართა, მასპინძლებისთვის არასასურველად წარიმართა. 32-ე წუთზე ბასკების სწრაფი შეტევა კარლოს ფერნანდესმა დააგვირგვინა და „რეალ სოსიედადმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.
„ვალენსიის“ მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ 45-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა სელიმ ამალაჰს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, მოედნიდან გაძევა და მასპინძლები 10 მოთამაშით დარჩნენ.
მეორე ტაიში ანგარიში აღარ შეცვლილა – ლა ლიგაში გამართული შვიდი ტურის შემდეგ „ვალენსია“ რვა ქულით მე-10 ადგილზე დაქვეითდა.