როლან გაროსის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი წარმოადგინა.
მამაკაცთა კლასიფიკაციის პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა. როლან გაროსის ნახევარფინალისტმა სტეფანო ციციპასმა რუს დანიილ მედვედევს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ტოპ-ათეულში პირველად მოხვდნენ არგენტინელი დიეგო შვარცმანი და რუსი ანდრეი რუბლიოვი.
1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11 740
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 9 850
3(3). ტიმი (ავსტრია) – 9 125
4(4). ფედერერი (შვეიცარია) – 6 630
5(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 5 925
6(5). მედვედევი (რუსეთი) – 5 890
7(7). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 650
8(14). შვარცმანი (არგენტინა) – 3 180
9(8). ბერეტინი (იტალია) – 3 075
10(12). რუბლიოვი (რუსეთი) – 2 974