მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში პოლიციელები მძევლად აიყვანა, დაკავებისას მოკლეს
მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში პოლიციელები მძევლად აიყვანა, დაკავებისას მოკლეს

მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ქალაქ პოლტავაში პოლიციელები მძევლად აიყვანა, სამართალდამცველებმა დაკავებისას მოკლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ერთ-ერთ ბინაში ღამით იპოვეს, რა დროსაც მან მძევლად კიდევ ერთი პოლიციელი აიყვანა.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომან სკრიპნიკი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, რა დროსაც ის სპეცდანიშნულების რაზმის სნაიპერმა მოკლა.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, ქალაქ პოლტავაში, სამართალდამცველები 32 წლის რომან სკრიპნიკის დაკავებას ავტომობილის უკანონო ფლობისთვის ცდილობდნენ, რა დროსაც მან პოლიციის თანამშრომლები მძევლად აიყვანა.

მოგვიანებით, სკრიპინკთან მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მას მძევლად პოლტავის ოლქის კრიმინალური პოლიციის უფროსი ჩაბარდა.