მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია

02:41, 15.06.2019

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დაკავებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, სამართალდამცავებმა 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას და „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებთან მიახლოებას ცდილობდნენ.

მსგავსი