მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაიქცა, პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა
მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაიქცა, პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა

მამაკაცი, რომელიც რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაიქცა, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი დღეს გაიქცა. შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს. თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.