მამადუ სახომ „ტორპედო“ დატოვა - გუნდი ჩემპიონი რომ გახდება, აუცილებლად ჩამოვალ #1TVSPORT
მამადუ სახომ „ტორპედო“ დატოვა - გუნდი ჩემპიონი რომ გახდება, აუცილებლად ჩამოვალ #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მამადუ სახომ საგარეჯოს „გარეჯთან“ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა ქუთაისის „ტორპედოში“ და გუნდს დაემშვიდობა – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს

„ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა, მამადუ სახომ „ტორპედოს” მაისურით „გარეჯთან“ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. მადლობას ვუხდით მას ჩვენს კლუბში გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლუბის პრესსმასახურმა ფეხბურთელის კომენტარიც გაავრცელა:

„ქუთაისის „ტორპედოში“ მოსვლისას მსურდა, მესაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობდა, შვილები სკოლაშიც აქ დადიოდნენ.

„ტორპედოს“ მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა „ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და ზეიმს დავესწრები“, – განაცხადა მამადუ სახომ.