მამა დავით ისაკაძე - არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ ნებისმიერი ღონისძიება, მოვალთ და ყველგან დავდგებით 
მამა დავით ისაკაძე - არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ ნებისმიერი ღონისძიება, მოვალთ და ყველგან დავდგებით 

სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა აქცია და მათი კონტრაქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, სამღვდელოება „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს არ მისცემს კვირეულის გამართვის საშუალებას.

„კულტურის, ისტორიის და სარწმუნოების ქვეყანა ვართ. არ გვეშლება, როგორ მოვიქცეთ. ამის დასტურია თუნდაც ეს მშვიდობიანი დგომა.

დღეს ეს საცოდავი ადამიანები აშშ-მა პირდაპირ გამოგზავნა აქ, რომ მოხდეს პროვოკაცია, კონფლიქტი, ანუ ფაქტობრივად გაწირეს ეს ადამიანები. სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს. ქართულ პოლიციასთან ერთად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კულტურას და ისტორიას. მოგმართავთ ყველას, მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რადგანაც ეს არის დიდი პროვოკაცია.

არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ ნებისმიერი ღონისძიება – „პრაიდი” ანუ მარში თუ სხვა ღონისძიება. მოვალთ და ყველგან დავდგებით”, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.