მალვინა ჯავახაძე – არ არსებობს სეზონი, რომ ნოროვირუსი არ გვხვდებოდეს, იწყება ზაფხულის ბოლოდან და ახლა იმატებს შემთხვევები, არავის ვაშინებ, რომ რაღაც პანდემია იქნება, პირიქით, წელს შედარებით ნაკლები ხვდება

01:07, 24.09.2026

ნოროვირუსი ახალი არ არის, ათეული წლების ისტორია აქვს და მუდმივად ცირკულირებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, არ არსებობს სეზონი, რომ ვირუსი არ გვხვდებოდეს, – ამის შესახებ თსსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა ინფექციონისტმა, ინფექციურ დაავადებებში ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტმა, მალვინა ჯავახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენი მოსახლეობის და პირადად ჩემი, როგორც ამ ეტაპზე ბავშვთა ინფექციონისტის პრიორიტეტი ბავშვები და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. რაც შეხება ვირუსს, მე მოგახსენებთ ჩემი კლინიკური გამოცდილებიდან და ზოგადად აკადემიურ მონაცემებს ამ ვირუსთან დაკავშირებით, რომ ეს ვირუსი არ არის ახალი, ათეული წლების ისტორია აქვს და მუდმივად ცირკულირებს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც; არ არის სეზონი, რომ ვირუსი არ გვხვდებოდეს, განსაკუთრებით თავისებურება ის არის, რომ იწყება ზაფხულის ბოლოდან, აგვისტოდან და ახლა კიდევ უფრო იმატებს შემთხვევები. ამით მე არავის არ ვაშინებ, რომ რაღაც აფეთქება იქნება, პანდემია იქნება, ან პრობლემა იქნება, უბრალოდ, ჩვეულებრივი, მორიგი ავადობა იქნება, როგორიც ყოველთვის იყო. პირიქით, შედარებით, წელს უფრო ნაკლები ხვდება. გამოკვლევის სწორი გზა, მიმართულებაა დაწყებული და იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებაც და ინფორმაციაც დაიდება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯავახაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიუხედავად უკვე ლაბორატორიული კვლევების არსებობისა, შეიძლება თუ არა, მაინც ცალსახად გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, რამე საკვებით ბაქტერიით გამოწვეულ დაავადებებთან გვქონოდა საქმე საბავშვო ბაღებში და იმ მონაცემები საფუძველზე, რაც ამ დროისთვის დაგროვდა, რამდენად შეიძლება, პროცესი მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად ნოროვირუსს დავუკავშიროთ და არ გვქონდეს ეჭვი იგივე ბაქტერიით გამოწვეულ ინფექციაზე, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა, რომ ამ ნაწლავურ ინფექციებს და გასტეროენტერიტებს იწვევს ვირუსიც, ბაქტერიაც და პარაზიტებიც, თუმცა ჩვენება არის მკვეთრად განსხვავებული.

„ნოროვირუსული გასტროენტერიტი მკვეთრად განსხვავდება ნაწლავური ბაქტერიული ინფექციისაგან, იგივე სალმონელოზისგან. სალმონელა, შიგელა, ეშერიხია, კამპილობაქტერი და კიდევ უამრავი მსგავსნი მისნი იწვევენ ნაწლავების ანთებას, არის სისხლიანი დიარეა, ცხელება, ღებინება შეიძლება, იყოს აქცენტირებული, შეიძლება, არ იყოს, რაც შეეხება ვირუსს და მათ შორის, ნოროვირუსს, ვირუსული გასტროენტერიტის გამომწვევი არაანთებითია. ის ნაწლავის ანთებას არ იწვევს. ის არის კლინიკურად უპირატესი ღებინებით დაწყება დაავადების. ღებინება არის თავდაცვითი რეფლექსი, რომ ორგანიზმმა მოიშოროს ის პათოგენი. ამის შემდეგ იწყება დიარეა თავისი პათოგენეზიდან გამომდინარე, წყლისებური დიარეა, რომელიც არანაირ მწვანე, ან ჭაობისფერ პათოლოგიურ მინარევებს არ შეიცავს“, – განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პისიარი ჩაატარა კვლევა, რაც კვლევაში არის ოქროს სტანდარტი, რაც შეეხება კლინიკებს, როდესაც კლინიკაში პაციენტი შედის და ეჭვი ჩნდება ვირუსულ გასტროენტერიტზე, დღეს საქართველოში ყველა სტაციონარს აქვს იმის საშუალება, რომ ჩაატაროს ნაწლავური პანელი, ასეთი კვლევა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მსგავსი