მალტის პრეზიდენტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველლა გახდა
მალტის პრეზიდენტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველლა გახდა

მალტის პრეზიდენტი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ ველლა გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 76 წლის ველლამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მარი ლუიზ კოლიერო პრეკა შეცვალა.

ველლა, რომელიც ადრე ექიმად მუშაობდა, მკაცრად ეწინააღმდეგება აბორტს.

„როგორც ექიმი, ვიბრძოლებ ამ ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლის დასაწყისიდან, ბოლომდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯორჯ ველლას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა წამოაყენა და მას მხარი პარლამენტმა დაუჭირა. მალტაში საპრეზიდენტო ვადა ხუთი წელია.