მალტაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერის ოფისში შეიჭრნენ
მალტაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერის ოფისში შეიჭრნენ

მალტაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ოფისში შეიჭრნენ. ისინი ჯოზეფ მუსკატის გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რეიტერი“ ავრცელებს.

აქტივისტებმა შენობის შესასვლელი დაბლოკეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს პრემიერი შენობაში არ იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეები ჯოზეფ მუსკატის გადადგომას ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობის საქმის გამო ითხოვენ. სამთავრობო გუნდის წევრები 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ.

ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ჟურნალისტი მთავრობის წევრების კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.