მალტაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

11:55, 27.04.2020

მალტაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ამ ქვეყანაში „კოვიდ-19-“ის გავრცელების შემდეგ პირველად ხდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით „მალტა თუდეი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათში მალტაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 33 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე მალტაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 162 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მინისტრის თქმით, ქვეყანამ შეძლო ეპიდემიის ტემპის შენელება და იმ ეტაპს უახლოვდება, როდესაც შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.

მსგავსი