მალტას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
მალტას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

მალტის ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტარი და იურისტი რობერტ აბელა გახდა. 42 წლის აბელა მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერად აირჩიეს, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.

მალტის ახალი პრემიერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ აბელას შვილია. ჯორჯ აბელა მალტას 2009-2014 წლებში მართავდა.

მალტის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯოზეფ მუსკატმა თანამდებობა 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას საქმის გამო დატოვა.

შეგახსენებთ, გამომძიებელი ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია 2017 წელს საკუთარ ავტომობილში მოკლეს. ის მთავრობის წევრების კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.