მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება დღეიდან განახლდება.

„ვიდრე ჩემი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, მე აქ კარვებიც მექნება, ხელმოწერებსაც შევაგროვებ და კომისიასაც შექმნიან. სახელმწიფო თუ არ აღიარებს შეცდომას, ეს ხელისუფლებაც გადადგება. დღეს აქ მყოფი პროტესტანტები რას გააკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ მე ვიქნები მათ გვერდით“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კარვების დაბრუნებას ითხოვს.

„მითხრან აპირებენ თუ არა დაბრუნებას ჩემი კარავის და აქედან წაღებული ნივთების. რაც მოპარული და ქურდულად წაღებული აქედან, დააბრუნონ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.