მალხაზ მაჩალიკაშვილი - ყველანაირად ვეცდები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ყველანაირად ვეცდები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“

მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი ადამიანი მაინც იქნება, რომელიც გააპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში შეიქნას საგამოძიებო კომისია.

„ყველგან გავაპროტესტებ, ვიდრე ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმართლეს, არ ჩამოიშორებს ამ სიბოროტეს, „ქართულ ოცნებას“, ვეცდები ყველანაირად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“. ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, ვიბრძვი, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ყველა ჩვენ კითხვას გაეცეს პასუხი. ბანერსაც დავუდგამ, კარავსაც გავუშლი, რადგან ამას კანონი არ კრძალავს. კანონის შესაბამისი რაც არის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. პარლამენტია ჩემი ეპიცენტრი, რადგან პარლამენტისგან ვითხოვ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ კარგად დავინახეთ ვოლსკის, მდინარაძის და ამ მდაბიო ნაძირლების განცხადებები, მალხაზ მაჩალიკაშვილის არც ერთ დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, მსოფლიოს მაღალი დონის დიპლომატები ასე არ ფიქრობენ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი