მალხაზ მაჩალიკაშვილი - რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა

რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა; გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„როცა ადამიანში ხედავენ ვაჟკაცობას, ხელისუფლებას ეშინია. რაც ხდება, ამოუხსნელი ნაძირლობაა. გამოკეტეს ოქრუაშვილი, რადგან მასში სიმართლესა და სამართალს ხედავენ. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია 20 ივნისის ღამეს აქციაზე. მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ნიშნავს, რომ ჩამოაშორონ ბიძას და რაღაცით მევაჭრონ. მისი ბიძისთვის დაურეკავთ ხეობაში, მორისის დაკავებამდე და უთქვამთ, კარავი თუ გაიშლება, ჰუსეინს (მორისს) დავიჭერთო. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ირაკლი ოქრუაშვილის თამადობით, ყველა ის პატიმარი უნდა იყოს გათავისუფლებული. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.