მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩვენო მესამე პრეზიდენტო და მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ადამიანების არმია და ნებისმიერ წამს სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო
ჩვენო მესამე პრეზიდენტო და მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ადამიანების არმია და ნებისმიერ წამს სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო, – განაცხადა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.
„მე პირველ რიგში აქედან მინდა, ჩვენს მეგობარს, ჩვენს პრეზიდენტს, პირადად ჩემს ძმას მივესალმო და ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ვინ რას იზამს და როგორ ფიქრობს, ეს მისი ამბავია, მაგრამ ეს პირადი ჩემი თხოვნა იქნება.
ბატონო მიხეილ, პრეზიდენტო, ჩვენო ქვეყნის მესამე პრეზიდენტო და ჩემო მომავალო პრეზიდენტო, შენს გვერდით დგას ეს არმია, რომელიც ამათ არ დაიჩოქებს, რომელიც ყოველ წუთას და ყოველ წამს იქნება თქვენ გვერდით და ნებისმიერ წამში სიცოცხლესაც გაწირავს თქვენ გამო.
პირადად მე ვარ ერთი ჯარისკაცი და ჩემნაირი უამრავია ჩემ გვერდით და იქნება სიცოცხლის ბოლომდე. იყავით მხნედ, ჩვენ ამ ივანიშვილის რეჟიმს დავაუძლურებთ და დაუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, თქვენს ქვეყანას.
თქვენ შეუდგებით ქვეყნის მშენებლობას და განვითარებას, ეს სულ მალე იქნება“, – აღნიშნა აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.