მალიში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

09:05, 17.05.2019

მალის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. სტიქია სეზონურმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალდიდობამ ბამაკოს სერიოზული ზიანი მიაყენა. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ხიდის დაზიანების შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.

მსგავსი