მალიში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 25 სამხედრო დაიღუპა

11:41, 02.10.2019

მალიში შეიარაღებულ დაპირისპირებას 25 სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.

შეტაკების დროს დაშავდა კიდევ ოთხი ჯარისკაცი. ამ დროისათვის დაკარგულად მიიჩნევა 60 სამხედრო.

გავრცელებული ცნობით, შეიარაღებული პირები ორ სამხედრო ბანაკს დაესხნენ თავს. ამ დროისათვის ბანაკებზე კონტროლი სამხედროებმა უკვე დაიბრუნეს. თავდამსხმელების მხრიდან მსხვერპლი სულ მცირე 15 ადამიანს შეადგენს.

მსგავსი