მალის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ბანაკზე თავდასხმისას 19 ჯარისკაცი მოკლეს
მალის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ბანაკზე თავდასხმისას 19 ჯარისკაცი მოკლეს

მალის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ბანაკზე თავდასხმისას 19 ჯარისკაცი მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯერ უცნობია, ვინ იყვნენ თავდამსხმელები.

თავდასხმა სოფელ სოკოლოსთან მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ბანაკში ცეცხლი გახსნეს და ინფრასტრუქტურის ნაწილი გაანადგურეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.

ამჟამად მალის სამხედრო ბანაკზე კონტროლი აღდგენილია. მიმდინარეობს თავდამსხმელები ძებნა.

მალის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ისლამისტური ჯგუფები მოქმედებენ.