მალაიზიის მეფემ რუს მოდელთან ქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტახტზე უარი განაცხადა
მალაიზიის მეფემ რუს მოდელთან ქორწინებაზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ტახტზე უარი განაცხადა.
მუჰამედ V-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონარქი მუდამ ცდილობდა ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებას. მისი გადადგომის მიზეზი განცხადებაში განმარტებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ მუჰამედ V-მ 2018 წლის ნოემბერში დროებით უარი თქვა მეფის ფუნქციების შესრულებაზე და ამის მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ მალაიზიის 49 წლის მეფე ნოემბრის ბოლოს რუს 25 წლის მოდელ ოკსანა ვოევოდინაზე დაქორწინდა.
მოდელი 2015 წელს მის მოსკოვის ტიტულის მფლობელი გახდა. როგორც „კომერსანტი“ წერდა, მალაიზიის მეფის ქორწილი მოსკოვის სიახლოვეს, ნოემბრის ბოლოს გაიმართა. ამასთან, რუსი მოდელი მალაიზიის დედოფალი ვერ გახდებოდა, რადგან ამ ტიტულის მიღება მხოლოდ წარმოშობით მალაიზიელ ქალს შეუძლია.