მალაიზიას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა
SAO PAULO, BRAZIL - DECEMBER 12: Andrew Parsons, President of the International Paralympic Committee speakes during the Brazil Paralympics Awards Ceremony 2018 at Paralympic Tranining Center on December 12, 2018 in Sao Paulo, Brazil. (Photo by Alexandre Schneider/Getty Images)
საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა მალაიზიას 2019 წლის ცურვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კუალა ლუმპურმა უარი განაცხადა შეჯიბრებაზე ისრაელელი პარა-სპორტსმენები დაეშვა. ისრაელმა ეს გადაწყვეტილება დაგმო და მალაიზია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
ჩემპიონატის დაწყება მიმდინარე წლის 24 ივლისს იყო დაგეგმილი.
„როდესაც მასპინძელი ქვეყანა კონკრეტული ქვეყნის ათლეტებს პოლიტიკური ნიშნით არ უშვებს შეჯიბრებაზე, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ახალი მასპინძელი ვეძებოთ“, – განაცხადა პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ენდრიუ პარსონსმა.