„მალაგას“ პრეზიდენტი 2013 წელს გამართული მატჩის თაობაზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს
საფეხბურთო კლუბ „მალაგას“ პრეზიდენტი აბდულა ბინ ნასერ ალ-ტანი შვიდი წლის წინანდელი მატჩის თაობაზე საერთაშორისო გამოძიებას ჩატარებას ითხოვს. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის 2012-13 წლების სეზონის განმეორებით მეოთხედფინალურ თამაშს, რომელშიც „მალაგა“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ სტუმრად 2-3 დამარცხდა. ალ-ტანი მიიჩნევს, რომ იმ მატჩში მისი გუნდი უსამართლო მსაჯობის მსხვერპლი გახდა.
„ყველამ იცის, რაც დაემართა მალაგას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელიც სამართლიანი და ღია იქნება. ყველამ პატივი უნდა სცეს „მალაგას“. 2013 წლის 9 აპრილი შავი დღეა მთელი მსოფლიო ფეხბურთისთვის“, – დაწერა ალ-ტანიმ თავის „ტვიტერის“ გვერდზე.