მახინჯაურში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი
მახინჯაურში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი

სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც გუშინ გვიან ღამით ბათუმში მოხდა. მახინჯაურის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

დაღუპულები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ოთხი დაშავებული კი მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.