მახათას მთაზე ტაძრის გახსნის ღონისძიებებთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვებზე შსს ინფორმაციას ავრცელებს
მახათას მთაზე ტაძრის გახსნის ღონისძიებებთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვებზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით ხვალ, 07:00 საათიდან მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად „წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.

ასევე, ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით : მეტროსადგურ „ვარკეთილი”, ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი