მახათას მთაზე, მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

10:04, 15.06.2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე, მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქო ფონდის, „გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის, გოჩა არონიშიძის მხარდაჭერით, ტერიტორიაზე ზეთისხილის 20-მდე ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.

„ეროვნულ სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან, „გაამწვანე საქართველოსთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. დღეს, „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები. მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი