ირლანდიელმა მოკრივემ ლუკ კილერმა ბრძოლაში გამოიწვია შერეული ორთაბრძოლების ვარსკვლავი, თანამემამულე კონორ მაკგრეგორი. მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც მაკგრეგორი სახეში ურტყამს ბარის ხანში შესულ სტუმარს, რომელმაც უარი თქვა კონორის მიერ წარმოებული ვისკის გასინჯვაზე.
„სამწუხაროა იმის ხილვა, რომ მაკგრეგორი აქამდე დაეცა. რამდენიმე წლის წინ, მან იგივე გააკეთა და ჩემს მეგობარს დაარტყა. და ამასთან, ის ძველებურად დააბიჯებს მიწაზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და თავს განგსტერად ასაღებს. მოხარული ვიქნები, თუ მას თავის ადგილს მივუჩენ. თუ მას კიდევ შერჩა სითამამე, მაშინ რინგზე უნდა გავიდეს“, – დაწერა „ტვიტერში“ კილერმა.
შემდეგ მოკრივემ დაადასტურა, რომ მაკგრეგორმა მიიღო გამოწვევა. კილერის „ტვიტით“ გაბრაზებულმა კონორმა დაურეკა მოკრივეს და მას ჩხუბი დაუწყო. „ის დათანხმდა ბრძოლას. ჩვენ ვიჩხუბეთ ტელეფონში. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ბრძოლა გაიმართება. მისთვის ეს ყველაზე იოლი ხერხია – დაიბრუნოს ირლანდელთა პატივისცემა“, – დაწერა კილერმა.
მომავალი ორთაბრძოლა კრივის წესებით გაიმართება. კილერის ანგარიშზე 20 შეხვედრაა პროფესიულ რინგზე. აქედან 17 მოიგო, ორი წააგო და ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა. მაკგრეგორს ერთადერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული კრივში – 2017 წლის აგვისტოში წააგო ფლოიდ მეივეზერთან.