მაკედონიის პარლამენტმა საბერძნეთთან სახელის გადარქმევაზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მეორედ მოახდინა
მაკედონიის პარლამენტმა საბერძნეთთან სახელის გადარქმევაზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მეორედ მოახდინა

მაკედონიის პარლამენტმა საბერძნეთთან სახელის გადარქმევის შესახებ მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მეორედ მოახდინა.

გადაწყვეტილებას მხარი 69 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები.

პარლამენტი მას შემდეგ გახდა იძულებული კენჭისყრა ხელმეორედ ჩაეტარებინა, რაც პრეზიდენტმა კანონის ხელმოწერაზე უარი განაცხადა და ის ისევ პარლამენტს დაუბრუნა. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ შეთანხმებით მაკედონია საბერძნეთთან დიდ დათმობაზე მიდის.

ახლა კანონს ისევ გადაუგზავნიან პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ვალდებულია მას ხელი მოაწეროს.

საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას სახელი უნდა გადაარქვან და მას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს. ამით კი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის არსებული 27-წლიანი უთანხმოება დასრულდება, რაც მაკედონიას ევროინტერაციის გზაზე მნიშვნელოვნად დაეხმარება, რადგან სწორედ ამ უთანხმოების გამო, საბერძნეთი მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა.