მაკედონიელი თავდამსხმელი - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ პირველზე ჩვენ უნდა გავიდეთ
მაკედონიელი თავდამსხმელი - ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ პირველზე ჩვენ უნდა გავიდეთ
მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა, ივან ტრიჩკოვსკიმ ამსტერდამში გამართული წილისყრის შედეგები შეაფასა. ერთა ლიგის ახალი გათამაშების C2 ჯგუფში მაკედონიის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრებია, ისევე როგორც სომხეთი და ესტონეთი.
 
„ჩვენ ეგრეთ წოდებულ ყოფილ საბჭოთა ჯგუფში მოვხვდით. პირადად მე მეტოქეებს უკიდურესად უხერხულ ნაკრებებად მივიჩნევ – სომხეთს, საქართველოსა და ესტონეთს ისეთი გუნდები ჰყავთ, რომლებსაც პატივისცემით უნდა მოექცე. მათი არდაფასება დიდი შეცდომა იქნება. თუმცა, მაკედონიას აქვს იმის ძალა, ცოდნა და კლასი, ჯგუფში პირველობა რომ მოიპოვოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩვენი თაობა წარმატებულად ითამაშებს“ – განაცხადა 32 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა გამოცემა „სპორტმედიასთან”.
ივან ტრიჩკოვსკი მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია – იყო „ბრიუგესა“ და ვარშავის „ლეგიას“ მოთამაშე, ამჟამად კი კვიპროსში, ლარნაკას „აეკ“-ში გამოდის და 20 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.