მაკა სოლოღაშვილი - ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ოჯახის წევრს უკავშირდება
მაკა სოლოღაშვილი - ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ოჯახის წევრს უკავშირდება

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მათ საავადმყოფოში ერთით გაიზარდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლღაშვილის განცხადებით,  ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერთით. დღეს არის 22 დადასტურებული დიაგნოზი. ახალი პაციენტზე გადადების წყარო ცნობილია, გადაედო ოჯახის წევრისგან, თუმცა უფრო შორი წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ დგინდება. ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ოჯახის წევრიც ჩვენთან მკურნალობს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.