მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებულია, აქედან ოთხის მდგომარეობა საყურადღებოა
მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებულია, აქედან ოთხის მდგომარეობა საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქედან კოვიდინფიცირებულია 42 პირი.

„42 ინფიცირებულიდან ათი ბავშვია. ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. გამოჯანმრთელება გვაქვს სამი პაციენტის. ორი დადასტურებული პაციენტის გადმოყვანა მოხდა ჩვენს კლინიკაში. ორი გადმოყვანილი პაციენტიდან ერთი ბოლნისიდანაა და მეორე ძველო შემთხვევაა. ამ პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ მდგომარეობას გართულების რისკები ნაკლებად ემუქრება, თუმცა მათ ჯერ მაინც სჭირდებათ რეანიმაციაში მკურნალობა. ეს პაციენტები არ არიან აპარატდამოკიდებულები“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.